დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016938 |
|
„მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016708) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შემფასებლის დამხმარე − ამ მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული შემფასებლის დამხმარე პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს შესაფასებელი უძრავი ქონების მხოლოდ ინსპექტირება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხა არ აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტის თანხაში გაითვალისწინება ერთსა და იმავე მიკრობანკში ყველა იმ კრედიტის ჯამური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაფასებელი უძრავი ქონებით;“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ შემთხვევაში, თუ: დ.ა) კრედიტის თანხა არ აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, უძრავი ქონების ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიკრობანკის უფლებამოსილი პირის მიერ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტის თანხაში გაითვალისწინება ერთსა და იმავე მიკრობანკში ყველა იმ კრედიტის ჯამური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაფასებელი უძრავი ქონებით; დ.ბ) კრედიტის თანხა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, უძრავი ქონების ინსპექტირება სავალდებულოა განხორციელდეს შესაბამისი უძრავი ქონების შეფასების მომზადებაზე პასუხისმგებელი შემფასებლის მიერ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტის თანხაში გაითვალისწინება ერთსა და იმავე მიკრობანკში ყველა იმ კრედიტის ჯამური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაფასებელი უძრავი ქონებით. ამასთან, თუ უძრავი ქონების პირველადი შეფასების ფარგლებში უძრავი ქონების ინსპექტირება არ განხორციელებულა შემფასებლის მიერ, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევის დადგომისას უნდა განხორციელდეს უძრავი ქონების გადაფასება და შემფასებლის მიერ უძრავი ქონების ინსპექტირება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები