დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.70.082.016134 |
006
27/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
110060020.70.082.016134
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016028) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-8 პუნქტები: „6. საგამოძიებო სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 7. საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. სამმართველოს უფროსის მოადგილის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ა/რ პროკურორის მიერ. 8. საგამოძიებო სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, ასრულებს მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები