„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016449
17
27/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
010250050.35.109.016449
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 27 ივნისი

ქ. მარტვილი

 

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109.016103)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო1) ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და  ბავშვთა საკითხების შესწავლა და ღონისძიებების დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებისთვის და მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით;  

​​2) თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათთვის შესაბამისი ინფორმაციების და ანგარიშების მიწოდება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა