პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016141
013
27/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
110060020.70.082.016141
პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №013

2025 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის  №015 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016027) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საპროკურორო სამმართველო;

ბ) საგამოძიებო სამმართველო;

გ) პირადი ცხოვრების ხელყოფის  წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;

დ) საქმისწარმოების განყოფილება.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. თბილისის  პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1.  საპროკურორო სამმართველოს  ამოცანებია:

ა) საგამოძიებო სამმართველოსა და პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საგამოძიებო სამმართველოსა და პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში (სამმართველო), აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში (გარდა გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებით დამტკიცებული რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; 

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების და სტრუქტურული ქვედანაყოფის – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამმართველო),  აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე (გარდა გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებით დამტკიცებული რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეებისა) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

2. საგამოძიებო სამმართველოს ამოცანებია: ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება.

3. პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ამოცანებია: ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157​1, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება.

4. საქმისწარმოების განყოფილების ამოცანებია: თბილისის პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; თბილისის პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე