„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 30/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010060010.70.082.016145
017
30/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
010060010.70.082.016145
„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №017

2025 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/10/2019, 010060010.70.082.016004) დამტკიცებულ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის  დეპარტამენტი;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის  დეპარტამენტი;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება;“;

ა. ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საპროცესო ხელმძღვანელობის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;“.

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფინანსთა სამინისტროში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) ფინანსთა სამინისტროს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა)   გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) ფინანსთა სამინისტროს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა)  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა (გარდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს,  ტერიტორიული ორგანოებისა), და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს, აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს, აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს, აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“;

ე) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის  ამოცანებია:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე და 337–341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) დეპარტამენტის  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ე) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;

ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე;

თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

კ) კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ნ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 1 პუნქტი:

„161. იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის  დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) იუსტიციის  სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ბ) იუსტიციის  სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიებულ  სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

გ) თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან..

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე