„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 30/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016146
018
30/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
110060080.70.082.016146
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №018

2025 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020; სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ  პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამომძიებლის დატვირთვა და ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს გამომძიებელთა შეფასების ძირითად მიმართულებებს, გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის გამომძიებლებისა, რომლებიც ფასდებიან ერთ ძირითად მიმართულებაში – „ხელმძღვანელის შეფასება“.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა   და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი.“.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის სამმართველოს პროკურორს აფასებს დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფროსი, ხოლო თუ დეპარტამენტს არ აქვს სამმართველო – დეპარტამენტის უფროსი.“.

7. მე-15 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ თავით დადგენილი წესით შეფასებას ექვემდებარებიან საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგი დეპარტამენტების პროკურორები:

ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ბ) გენერალური ინსპექცია;

გ) საგამოძიებო ნაწილი;

დ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;

თ)  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ი) კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტები ასრულებენ განსხვავებული სპეციფიკის სამუშაოს, შესაბამისად მათი შეფასების კრიტერიუმები არაერთგვაროვანია და ძირითადად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში;

გ) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

დ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტების პროკურორთა შეფასება შემდეგ მიმართულებებში – პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში, ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება, პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა, წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები, ხდება საერთო წესის შესაბამისად. მითითებული დეპარტამენტების ხელმძღვანელების მიერ პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევები ასევე ფასდება საერთო წესის შესაბამისად, ხოლო პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება დეპარტამენტის ფუნქციების და ამოცანების გათვალისწინებით, პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში.“.

8. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის პროკურორის შეფასების კრიტერიუმები და წესი

1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;

გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.

3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი №4-ის შესაბამისად.

4. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3მე-7 პუნქტების მიხედვით.“.

9. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის გამომძიებლები არ ფასდებიან დატვირთვის მიმართულებაში, თუმცა კალენდარული წლის განმავლობაში გამომძიებლის დატვირთვა მხედველობაში მიიღება ხელმძღვანელის მიერ.“.

10. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამომძიებელს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი პირი. კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელს აფასებს საგამოძიებო ნაწილის შესაბამისი სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელს – დეპარტამენტის უფროსი, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის გამომძიებელს – დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფროსი, საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – საოლქო პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – თბილისის პროკურორი.“.

11. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“.

12. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა   და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

14. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი.“.

15. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განსხვავებული სპეციფიკის მქონე დეპარტამენტების პროკურორები ფასდებიან მხოლოდ ხელმძღვანელის შეფასების მიმართულებაში. შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორების ხელმძღვანელთა შეფასების ქულა წარმოადგენს პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულას. ასეთი სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა  და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“.

16. 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის გამომძიებლები ფასდებიან მხოლოდ ხელმძღვანელის შეფასების მიმართულებაში. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურული დანაყოფების გამომძიებლების ხელმძღვანელთა შეფასების ქულა წარმოადგენს გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულას.“.

17. დანართი №3-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტები ამ დანაყოფების სპეციფიკის გათვალისწინებით არ დარდება სხვა სტრუქტურულ დანაყოფებს. ამასთან, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში გამოითვლება პროკურორთა დატვირთვა სტრუქტურული დანაყოფის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დატვირთვა არ გამოითვლება.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია არსებითად დაეყრდნობა იმავე ლოგიკას, რომელსაც ეფუძნება პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის ალგორითმები. ცალკეული დეპარტამენტის  პროკურორთა ქმედებების ან პროკურორთა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის ალგორითმებში გამოყენებული ცვლადების კორექტირება დატვირთვის კატეგორიების ობიექტურად განსაზღვრის მიზნით.

3. პროკურორთა დატვირთვა ინდივიდუალური სტრუქტურული დანაყოფის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით გამოითვლება საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგ დეპარტამენტებში:

ა) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში,  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი.

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების შემთხვევაში, რომლებიც სამმართველოებად არის დაყოფილი, დეპარტამენტის ერთი სამმართველოს პროკურორი სხვა სამმართველოს პროკურორს არ დარდება და პროკურორის დატვირთვის მაჩვენებელი გამოითვლება თითოეული სამმართველოს დატვირთვის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით.

5. პროკურორთა დატვირთვა არ გამოითვლება საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგ სტრუქტურულ დანაყოფებში:

ა) გენერალური ინსპექცია;

ბ) საგამოძიებო ნაწილი;

გ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

დ) კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი;

ე) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

თ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა  და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე