დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016563 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N49 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 26/12/2024 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016546) დამტკიცებულ დანართში:
1. ამოღებული იქნეს დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2.4. ქვეპუნქტი. 2. დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარებას.“. 3. დანართის მე-171 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების დაფინანსება 3.1. პროგრამით ისარგებლებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები. 3.2. დაფინანსება ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ტყიბულის მუნიციპალიტეტი. 3.3. დაინტერესებულმა პირებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; დ) ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3.4. დაფინანსება განისაზღვრება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები