„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025130
238
27/06/2025
ვებგვერდი, 01/07/2025
010220020.10.003.025130
„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №238

2025 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2020, 010220020.10.003.021833) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილეკომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელიკომისიის წევრი.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

6. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

7. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

8. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

9. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

12. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

13. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეკომისიის წევრი.

15. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი.

16. სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში) კომისიის წევრი.

17. სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში) – კომისიის წევრი.

18. სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში) – კომისიის წევრი.

19. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე