„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.155.016448
7
30/06/2025
ვებგვერდი, 01/07/2025
010250040.35.155.016448
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2025 წლის 30 ივნისი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №6  დადგენილების (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250040.35.155.016121) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“.

2. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება;“.

3. თავი V1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი V1

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

 

მუხლი 341. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ)  მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით  თემატური მოკვლევის ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა;

გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა, შესწავლა, რეაგირება და მასზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;

დ) არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში;

ვ) საკრებულოსა და  მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით;

ზ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში,  ადგილობრივ ბიუჯეტში მათი გათვალისწინების მიზნით;

თ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ საკრებულოსთვის წარდგენა

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

მუხლი 342. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო იქმნება და საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი