დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016580 |
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენ
ს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 30/12/2024, სარეგ.კოდი: 190020020.35.104.016566) და მისი: ა.ა) მე-14 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების კეთილმოწყობის ღონისძიებები
“ ა.ბ) მე-15 მუხლის: ა.ბ.ა) „ბ.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
„ ა.ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა
“ ა.ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა, ბავშვთა უფლებების დაცვა
“ ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მაისის №8 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 16/05/2025, სარეგ.კოდი: 010260020.35.104.016577) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა წრე, პროგრამაში ჩართვის წესი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ შშმ სტატუსი. 2. პროგრამაში ჩასართავად განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. 3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან; ბ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად). 4. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე. 5. პროგრამით გათვალისწინებული დღიური თანხის მიწოდება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შშმ ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით .“; ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დაფინანსების წყარო შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსების წყაროა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;“ ბ.გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის მოქმედების ვადა 1. პროგრამა მოქმედებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში. 2. პროგრამა გათვლილია 35 ბავშვზე, 85-დღიან სასწავლო პერიოდზე (2024-2025 სასწავლო წელი 10 სასწავლო დღე, (2025 წლის 1 ივნისი -13 ივნისი), 2025-2026 სასწავლო წლის 15 სექტემბერი – 30 დეკემბერი (75 სასწავლო დღე)) წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს დღეში 6 ლარს.“; ბ.დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. წესში ცვლილების ან/და დამატებების შეტანა ცვლილებისა ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები