„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 07 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016236
8
04/07/2025
ვებგვერდი, 07/07/2025
010250050.35.102.016236
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 07 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2025 წლის 4 ივლისი

ქ.თბილისი

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 07 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 07 მარტის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 10/03/2025; 010250050.35.102.016233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-3 მუხლს დაემატოს „დ1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1)    მსუბუქი     ჰიბრიდული     ავტომობილების    მინიმალური     ტექნიკური  მოთხოვნები განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად:

N

III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილი

1

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

2

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

122

3

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

4

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

5

სიგრძე არანაკლებ

4136

6

სიგანე არანაკლებ

1492

7

სიმაღლე არანაკლებ

1385

8

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,  გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000 კილომეტრი  (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,  გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

9

უსაფრთხოების

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან

დამადასტურებელ

JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

დოკუმენტად

შეიძლება

ჩაითვალოს

შემოთავაზებული

მოდელის

ნებისმიერ

მოდიფიკაციაზე

აღებული

შესაბამისი

ქრაშტესტის

სერტიფიკატი

10

ელექტროშუშები

ოთხივე

11

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

12

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

13

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო

14

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

15

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

16

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო ან ჰიდროგამაძლიერებელი

17

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

18

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელექტრო ან/და მექანიკური რეგულირება

შენიშვნა:

· ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა; ავტომატური კოლოფის შეთავაზება; მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა; Plug-In მოდიფიკაცია).

· შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი არ უნდა იყოს ე.წ. ,,რბილი ჰიბრიდი ანუ მაილდ-ჰიბრიდული სისტემა“. (ელექტრომოტორი შიგაწვის ძრავისგან დამოუკიდებლად თვლებს ვერ აბრუნებს, რაც წარმოადგენს ძირითად განსხვავებას ნებისმიერი სხვა ტიპის ჰიბრიდული ავტომობილისგან)“.

· შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს: ახალი (არაუადრეს  2024 წლის  გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი).

·  პრეტენდენტი წინადადების ფასში (შემდგომში   ხელშეკრულება)  ითვალისწინებს  მანქანის განბაჟების, სანომრე ნიშნების და გადაფორმების ხარჯს (არსებობის შემთხვევაში);

ბ)  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №2-ის  მე-3  მუხლს  დაემატოს  „ე1    პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1)   მსუბუქი   მაღალი   გამავლობის   ჰიბრიდული   ავტომობილების   მინიმალური   ტექნიკური მოთხოვნები – განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად:

N

III კლასის  მაღალი გამავლობის ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილი

1

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

2

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

140

3

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

4

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

5

სიგრძე არანაკლებ

4125

6

სიგანე არანაკლებ

1725

7

სიმაღლე არანაკლებ

1535

8

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,  გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

9

უსაფრთხოების

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან

დამადასტურებელ

JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

დოკუმენტად

შეიძლება

ჩაითვალოს

შემოთავაზებული

მოდელის

ნებისმიერ

მოდიფიკაციაზე

აღებული

შესაბამისი

ქრაშტესტის

სერტიფიკატი

10

ელექტროშუშები

ოთხივე

11

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში

12

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

13

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

14

აუცილებელი

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

მოთხოვნა

15

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

16

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

17

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

18

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

19

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

20

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. ან მექანიკური რეგულირება

შენიშვნა:

· ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა; ავტომატური კოლოფის შეთავაზება; მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა; Plug-In მოდიფიკაცია).

· შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი არ უნდა იყოს ე.წ ,,რბილი ჰიბრიდი ანუ მაილდ-ჰიბრიდული სისტემა“. (ელექტრომოტორი შიგაწვის ძრავისგან დამოუკიდებლად თვლებს ვერ აბრუნებს, რაც წარმოადგენს ძირითად განსხვავებას ნებისმიერი სხვა ტიპის ჰიბრიდული ავტომობილისგან)“.

· შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს: ახალი (არაუადრეს  2024 წლის  გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი).

·  პრეტენდენტი წინადადების ფასში (შემდგომში   ხელშეკრულება)  ითვალისწინებს  მანქანის განბაჟების, სანომრე ნიშნების და გადაფორმების ხარჯს (არსებობის შემთხვევაში);

გ)  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №2-ის  მე-3  მუხლს  დაემატოს  „ვ1   პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) III  კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება - 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;

დ)  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №2 -ის  მე-3  მუხლს  დაემატოს  „ზ1   პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) III  კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება - 30 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი