„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 924-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 140100000.05.001.102771
924-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
140100000.05.001.102771
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) მე-5 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებებად გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში. პროკურორი უფლებამოსილია განსაიდუმლოებულ მასალებში საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით დაფარული დატოვოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, თუ მისი ვინაობის გამჟღავნება ზიანს აყენებს ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. აღნიშნული პირის ვინაობის განსაიდუმლოება შეიძლება მოხდეს საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N924-IIIრს-XIმპ