საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 923-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.102769
923-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
090000000.05.001.102769
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 ნაწილი:

„371. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა − ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობის დაფარვა მისი მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი მახასიათებლის (მონაცემის) დაშტრიხვით, გაბუნდოვანებით, ვიზუალიზაციის შეზღუდვისთვის კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების გამოყენებით ან/და სხვა ისეთი საშუალებით, რომელიც სამართალწარმოების ყველა ეტაპზე გამორიცხავს მისი ვინაობის იდენტიფიცირებას ან/და ამოცნობას.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.“.

3. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:

„51. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, დაცვის მხარეს ამ ღონისძიების/მოქმედების და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე ყველა სხვა საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით.“.

4. 115-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181 და 1182 მუხლები:

„მუხლი 1181. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა

1. პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით დაფაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, თუ მისი ვინაობის გამჟღავნება ზიანს აყენებს ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს.

2. ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტსა და მასალაში, აგრეთვე სხვა საპროცესო მოქმედებებში პირის ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ შეიზღუდოს მისი ვინაობის იდენტიფიცირებისა და ამოცნობის შესაძლებლობა.

3. პროკურორის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ამ პირის ვინაობა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა ეტაპზე დაუფარავია მოსამართლისთვის, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოსთვის, გამოძიების ორგანოსთვის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოსთვის, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნაწილში − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის, მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

მუხლი 118 2. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის გამოყენების ვადა

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.

2. პროკურორი უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით გააუქმოს პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა.“.

6. 135-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი, აგრეთვე ამ კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში არ აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები (მონაცემები), რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია.“.

7. 243-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ კოდექსის 1181 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობის გამჟღავნება ზიანს აყენებს ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N923-IIIრს-XIმპ