„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 04/07/2025
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 080240000.78.091.016045
44
04/07/2025
ვებგვერდი, 04/07/2025
080240000.78.091.016045
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №44

2025 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.78.091.016033) შევიდეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების“:

ა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებისა და სამსახურში დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;”;

ბ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დაწესებულებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსილელა ჯანაშვილი