„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 07/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.017585
56
07/07/2025
ვებგვერდი, 07/07/2025
140010000.22.034.017585
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №56

2025 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2018, 140010000.22.034.016740) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა;“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება, ამასთან, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, მათი ვიზითა და სამსახურებრივი პასპორტით უზრუნველყოფა;“.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მედიასთან ურთიერთობისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო:

ა.ა) პრესსამსახური (სამმართველო);

ა.ბ) მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) რეგიონული კოორდინაციის სამმართველო;

გ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ღონისძიებების სამმართველო;

დ) პროტოკოლის სამმართველო.

მუხლი 7

1. მედიასთან ურთიერთობისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილებაა:

ა) სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ბ) მედიაგეგმის შემუშავება და მისი აღსრულების პროცესის კოორდინაცია;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

დ) სამინისტროს დანაყოფებში სპიკერის მოძიება და მათი გადამზადება;

ე) ოფიციალური გამოსვლის ტექსტების მომზადება;

ვ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასევე, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. პრესსამსახურის (სამმართველო) კომპეტენციაა:

ა) საინფორმაციო არხების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება;

ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული და გავრცელებული ინფორმაციის მედიამონიტორინგი/ანალიზი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ე) მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება;

ვ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვა;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთან ურთიერთობის საკითხზე სამინისტროს მოსამსახურეებისთვის ინსტრუქციის შემუშავება, გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარის ორგანიზება;

თ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, მედიასემინარების, მედიატურებისა და სხვა აქტივობების განხორციელება;

ი) მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია, რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას;

კ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) შიდასაკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და სისტემატიზაცია;

ბ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

გ) სამინისტროსთვის ვიზუალური ფოტო/ვიდეომასალის მომზადება;

დ) მიმდინარე ღონისძიებების ფოტო-და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

4. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

მუხლი 71

რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებაა:

ა) რეგიონში მიმდინარე აქტივობების ფოტო- და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის დამუშავება, აღრიცხვა და დაარქივება;

ბ) რეგიონში დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობის კოორდინაცია;

გ) რეგიონში თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება და გამართვა;

დ) ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ღონისძიებების სამმართველოს უფლებამოსილებაა:

ა) სამინისტროს სისტემის ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;

ბ) დეპარტამენტის მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

გ) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, აგრეთვე საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამინისტროს სისტემის დანაყოფების მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადება და აღნიშნულ ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება;

ე) შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიციირება;

ვ) სამინისტროს ან/და მისი სისტემის დანაყოფების მიერ დაგეგმილი მასშტაბური და საზეიმო ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიღება და ამ ღონისძიებების აღსრულების საერთო კოორდინაცია;

ზ) სამოქალაქო სექტორთან, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

თ) ციფრული მედიისთვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულება;

ი) საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;

კ) ციფრულ მედიაში არსებული საკომუნიკაციო არხების მართვა;

ლ) მოქალაქეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

6. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91

პროტოკოლის სამმართველოს უფლებამოსილებაა:

ა) საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, ღონისძიებების, მათ შორის, მოსამზადებელი ღონისძიებების (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება) ორგანიზება და კონტროლი;

გ) საქართველოსა და სხვა ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების ორგანიზება;

დ) საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენელთა სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, მათი ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;

ე) საპროტოკოლო ღონისძიებების განსახორციელებლად სხვადასხვა დაწესებულებასთან, საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ვ) სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინირებით საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 7 ივლისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე