დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016951 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge; 08/02/2018; 010250020.35.160.016452) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთიანი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი ძირითადი კომპონენტების (სწავლის ფორმა, შინაარსი, ხანგრძლივობა, დრო, რესურსები) განსაზღვრა; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; მოხელეთა პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება; კონტროლი მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე; თ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო მოხელეების ინფორმირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; კ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა; ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროსთვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშნულ პირთა შესახებ, ინფორმაციის დროულად მიწოდება, არსებული წესის მიხედვით, თანამდებობების პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შესავსებად;“. 2. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები