დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეკონომიკისა
და
მდგრადი განვითარების
მინისტრის
ბრძანება № 1-1/246
2025 წლის
2 ივლისი
ქ. თბილისი
|
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს (ყოფილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) 2024 წლის 06 დეკემბრის №01/2453, N01/2457, 2025 წლის 10 მარტის №01/461, 17 მარტის №01/503, 20 მარტის №01/532 და 2025 წლის 08 აპრილის №01/636 განცხადებები – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გამოარკვია: დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ - დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი –წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როგორიცაა ტრანსევროპული საავტომობილო სტანდარტები, AASHTO და ევროპული სტანდარტები. ლოტი 3-ის სიგრძე შეადგენს 13 კმ-ს. იწყება ალგეთის გზაგამტარის დასავლეთით და მთავრდება მარეთთან, საქართველო – სომხეთის სარკინიგზო ხაზის გადაკვეთამდე - 400 მ-ში. ლოტი 4-ის (მარეთიდან სადახლომდე) სიგრძე შეადგენს 16,3 კმ-ს. „ლოტი 4 იწყება თბილისიდან სომხეთამდე რკინიგზის გადაკვეთამდე 400 მ-ში.“ გადაკვეთის შემდეგ გზის პროფილი მიყვება რკინიგზას მარჯვენა მხრიდან. პროექტით სულ გათვალისწინებულია 4 ძირითადი სახიდე გადასასვლელის მოწყობა, კერძოდ ერთი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა რკინიგზის გადაკვეთაზე, ასევე მოეწყობა ორი სამდინარო და ერთი გზაგამტარის ტიპის სახიდე გადასასვლელები. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო პრიორიტეტული მნიშვნელობა, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო. ტექნიკურ‐ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ ამ გზისათვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარი. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისათვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარი. ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით საპროექტო ავტომაგისტრალის დერეფანი ძირითადად გაივლის ქვემო ქართლის ვაკეზე, რომელიც წარმოადგენს მტკვარ-არაქსის ვრცელი დაბლობის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილს. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ: 1. სახიბა აბასოვას (პ/ნ 28001044827), ტაგი აბასოვის (პ/ნ 28001090527) და ტალეხ აბასოვის (პ/ნ 28001089126) თანასაკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2860 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ N 83.09.24.959) ნაწილის – 1132 კვ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; 2. ნატიკ მამედოვის (პ/ნ 28001051456) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1409 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. N83.14.04.765 სრულად), მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგევბის და შენობა-ნაგებობის (ღობე) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; 3. ზიად ისმაილოვის (პ/ნ №28001073931) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ კიროვკაში მე-10 ქუჩაზე, N12-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.14.04.398), მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ს და შენობა-ნაგებობის (სრულად) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; 4. გიზეთარ მახმუდოვას (პ/ნ 28001027588) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1616 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.16.31.115) ნაწილის – 857 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების, ერთწლიანი კულტურის და ნაგებობების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; 5. რასიმ აივაზოვის (პ/ნ 28001091295) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 7 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.16.36.025) ნაწილის – 1716 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული ერთწლიანი კულტურისა და მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; 6. დავით დგებუაძის (პ/ნ 01008002374) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3580 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სრულად) (ს.კ № 83.16.15.001) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ - დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი - წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო სარალში მდებარე 2860 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.09.24.959). თანამესაკუთრეები არიან სახიბა აბასოვა (პ/ნ 28001044827), ტაგი აბასოვი (პ/ნ 28001090527) და ტალეხ აბასოვი (პ/ნ 28001089126). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა სახიბა აბასოვას, ტაგი აბასოვის და ტალეხ აბასოვის თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2860 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ № 83.09.24.959) ნაწილი – 1132 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე 1409 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.14.04.765) მესაკუთრეა ნატიკ მამედოვი (პ/ნ 28001051456). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნატიკ მამედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე 1409 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (ს.კ №83.14.04.765), მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და შენობა-ნაგებობა (ღობე). საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მე-10 ქუჩაზე, N12-ში მდებარე 1460 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ზიად ისმაილოვი (პ/ნ №28001073931). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზიად ისმაილოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მე-10 ქუჩაზე, №12-ში მდებარე 1460 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ №83.14.04.398), მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და შენობა-ნაგებობა სრულად. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 1616 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.16.31.115) მესაკუთრეა გიზეთარ მახმუდოვა (პ/ნ №28001027588). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიზეთარ მახმუდოვას საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 1616 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.16.31.115) ნაწილი – 857 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, ერთწლიანი კულტურა და ნაგებობები. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 7000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.16.36.025) მესაკუთრეა რასიმ აივაზოვი (პ/ნ 28001091295). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა რასიმ აივაზოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 7000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.16.36.025) ნაწილი - 1 716 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა და მრავალწლიანი ნარგავები. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 3580 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.09.24.959) მესაკუთრეა დავით დგებუაძე (პ/ნ 01008002374). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დავით დგებუაძის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3580 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ№83.16.15.001) სრულად. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის. ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2025 წლის 08 აპრილის და 20 ივნისის სხდომის ოქმების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ - დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი - წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ: 1.1. სახიბა აბასოვას (პ/ნ 28001044827), ტაგი აბასოვის (პ/ნ 28001090527) და ტალეხ აბასოვის (პ/ნ 28001089126) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო სარალში მდებარე 2860 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ № 83.09.24.959) ნაწილზე – 1 132 კვ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე. 1.2. ნატიკ მამედოვის (პ/ნ28001051456) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე 1409 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ №83.14.04.765), მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე და შენობა-ნაგებობაზე (ღობე) სრულად. 1.3. ზიად ისმაილოვის (პ/ნ №28001073931) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ კიროვკაში მე-10 ქუჩაზე, №12-ში მდებარე 1460 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ №83.14.04.398), მასზე არსებულ მრავალწლიან ნარაგვებზე და შენობა-ნაგებობაზე სრულად. 1.4. გიზეთარ მახმუდოვას (პ/ნ №28001027588) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 1616 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.16.31.115) ნაწილზე – 857 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ ნაგებობებზე, მრავალწლიან ნარგავებზე და ერთწლიან კულტურაზე. 1.5. რასიმ აივაზოვის (პ/ნ 28001091295) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ სადახლოში მდებარე 7000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.16.36.025) ნაწილზე – 1 716 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე და მრავალწლიან ნარგავებზე. 1.6. დავით დგებუაძის (პ/ნ 01008002374) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3580 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ №83.16.15.001) სრულად. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები