,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016424
20
07/07/2025
ვებგვერდი, 11/07/2025
010240020.32.057.016424
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება  №20

2025 წლის 7 ივლისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, 

1. ,,აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით (სსმ, 23/02/2023, 010240020.32.057.016373) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მთავრობის აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც მთავრობის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე, არაუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

,,5. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე, მთავრობის აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრული სფეროს გათვალისწინებით, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების საქმიანობას; ხელს აწერს დოკუმენტაციას; ახორციელებს მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. მთავრობის აპარატის უფროსის დროებით არყოფნის ან სხვა საფუძვლით უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მთავრობის აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს  მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე, ხოლო მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მთავრობის აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი