დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №2-874 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-408 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016912 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №2-874 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/10/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016649) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის მიზანია უზრუნველყოს სამინისტროსა და მის სისტემაში მაღალხარისხიანი შიდა აუდიტორული საქმიანობა, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას და ასევე კანონიერების დაცვას. შედეგად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ზრდის და აძლიერებს სამინისტროსა და მისი სისტემის: ა) მიზნების წარმატებულ მიღწევას; ბ) რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობით პროცესებს; გ) დაინტერესებულ მხარეებში სანდოობას და რეპუტაციას; დ) თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების და ზედამხედველობის პროცესებს; ე) შესაძლებლობას, უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი მომსახურება.“. |
2.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კანონმდებლობა და შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტები 1. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 2. დეპარტამენტი შიდა აუდიტორულ საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტების, მათ შორის, შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტების და თემატური მოთხოვნების დაცვით. 3. შიდა აუდიტორული საქმიანობის ეფექტურობა ფასდება საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტების მოთხოვნებთან მიმართებით.“. |
3.
მე-4 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება“; ბ) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამტკიცებს შიდა აუდიტორული საქმიანობის რისკზე ორიენტირებულ წლიურ გეგმას, რომელიც ამავე დროს მოიცავს ყოველწლიურად შემუშავებულ შიდა აუდიტის საქმიანობის შესრულების/ეფექტიანობის და ეფექტურობის საზომებს; დ) იხილავს დეპარტამენტის უფროსის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დეპარტამენტის საქმიანობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის ფუნქციონალური დამოუკიდებლობის ყოველწლიურ დადასტურებას, რომელიც ასევე მოიცავს დამოუკიდებლობის შეზღუდვების/საფრთხეების და მათ სამართავად დაკავშირებულ ქმედებებზე კომუნიკაციას;“. |
4.
მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს შიდა აუდიტორული საქმიანობის სტრატეგიულ, წლიურ გეგმებს და ყოველწლიურად შემუშავებულ შიდა აუდიტის საქმიანობის შესრულების/ეფექტიანობის და ეფექტურობის საზომებს; ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის რესურსების შესაბამისობას, საკმარისობას და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მათ ეფექტიან განაწილებას. პერიოდულად (წელიწადში ერთხელ მაინც) განიხილავს მინისტრთან შიდა აუდიტის უფლებამისილების და წლიური გეგმის შესასრულებლად საჭირო რესურსთან/რესურსების ნაკლებობასთან დაკავშირებულ საკითხებს;”; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1” ქვეპუნქტი: „ზ1) არასაკმარისი ფინანსური რესურსის არსებობისას/წარმოშობისას უზრუნველყოფს მისგან გამოწვეული გავლენის თაობაზე მინისტრის ინფორმირებას და განხილვას;”; ა.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პერიოდულად (წელიწადში ერთხელ მაინც) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ სტანდარტების დაცვის შესახებ;“; ა.დ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1” ქვეპუნქტი: „ს1) აუდიტორული შემოწმების განხორციელების შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი შეცდომების ან/და გამოტოვებების გამოვლენისას, შესწორებულ საანგარიშგებო ინფორმაციას წარუდგენს მინისტრს და აუდიტის ობიექტის ზედა რგოლის მენეჯმენტს;”; ა.ე) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს დეპარტამენტის საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მიზნების, უფლება-მოვალეობების, გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვის შესახებ;”; ა.ვ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ და „შ2“ ქვეპუნქტები: „შ1) სხვადასხვა მარწმუნებელი საქმიანობიდან მიღებული მიგნებების ერთიანი მიმოხილვის შედეგად, სამინისტროსა და მის სისტემაში ტენდენციური/სისტემური ხასიათის მატარებელი რიგი გადახრების ან მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენისას, აღნიშნულ საკითხებს განიხილავს მინისტრთან; შ2) განიხილავს სამინისტროს ან/და მისი სისტემის ერთიან/ერთეულის დონეზე მომზადებულ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეტაპების დანერგვის შეფასების შედეგებს და ანგარიშის სახით წარუდგენს მინისტრს;”; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები: „ც) ატყობინებს მინისტრს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტების გარკვეულ ნაწილთან შეუსაბამობის არსებობის ფაქტებს და ამ შეუსაბამობით მიღებულ შედეგებს; ძ) მინისტრის მიერ შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტის ერთი ან მეტი ძირითადი პირობის არდათანხმების შემთხვევაში განიხილავს მინისტრთან, თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულს შიდა აუდიტის ფუნქციის უნარზე, შეასრულოს თავისი მიზანი ან შეესაბამებოდეს კონკრეტულ პირობებს და, ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში, ძირითადი პირობების იმ ალტერნატივებს, რომლითაც შესაძლებელია ანალოგიური შედეგის მიღება.“; გ) მე-5 პუნქტის: გ.ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1” ქვეპუნქტი: „ზ1) განიხილავს ან საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს სამინისტროს და/ან მისი სისტემის ერთიან/ერთეულის დონეზე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეტაპების დანერგვის შეფასებას და შეფასების შედეგებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;”; გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შიდა აუდიტის გლობალურ სტანდარტებთან შიდა აუდიტორული საქმიანობის ისეთ შეუსაბამობებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიდა აუდიტის საქმიანობაზე და მის მასშტაბზე;“. |
5.
მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა იქმნება შიდა აუდიტის საქმიანობის სტანდარტებთან და შიდა აუდიტთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის შესაფასებლად.”; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს და უთანხმებს მინისტრს ხარისხის გარე შეფასების განხორციელების გეგმას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) გარე შეფასებების მასშტაბი და სიხშირე; ბ) გარე შემფასებლისა ან შემფასებელთა ჯგუფის კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა, მათ შორის, ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი; გ) თვითშეფასების დამოუკიდებელი დადასტურების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, მისი არჩევის დასაბუთება.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. მიმდინარე მონიტორინგის შედეგები ყოველწლიურად, ხოლო პერიოდული თვითშეფასების შედეგების ანგარიში, შემუშავებულ სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარედგინება მინისტრს. 52. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი წარუდგენს და უთანხმებს მინისტრს გარე შეფასების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების სამოქმედო გეგმას.“; დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დეპარტამენტი აუდიტორული საქმიანობის შესახებ გამოიყენებს ფრაზას – „შეესაბამება შიდა აუდიტის გლობალურ სტანდარტებს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განცხადება დადასტურდება ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგებით. 7. სტანდარტებთან ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არსებით გავლენას ახდენს შიდა აუდიტის მასშტაბზე ან ოპერაციულ საქმიანობაზე, დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია შეატყობინოს მინისტრს ამ შეუსაბამობის ფაქტებისა და მისი შედეგების შესახებ.“. |
6.
მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1” ქვეპუნქტი: „ჟ1) სამინისტროს და/ან მისი სისტემის ერთიან/ერთეულის დონეზე, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეტაპების დანერგვის შეფასება და შეფასების შედეგების დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;”; ა.ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) შიდა აუდიტის გლობალურ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამოვლენა და შიდა აუდიტის საქმიანობაზე და მის მასშტაბზე გავლენის მოხდენის განხილვის მიზნით დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა.“ ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იცავენ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებას, საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტებს, მათ შორის: შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტებს, თემატურ მოთხოვნებს და შიდა აუდიტის მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს; ბ) ახდენენ სამინისტროში ეთიკური კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, სამინისტროს თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დაცვას;“; გ) მე-3 პუნქტის: გ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიყენოს/დაამუშაოს სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა ან/და ელექტრონული ფორმით დაცული ინფორმაცია;“; გ.ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1” ქვეპუნქტი: „ო1) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების და განხორციელებული ფუნქციების ფარგლებში, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების პრევენციის/აღმოჩენის/დადგენის მიზნით გამოიყენოს, დაამუშაოს ან/და გააანალიზოს პროგრამებთან/პროექტებთან/ბიზნესპროცესებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზა, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული დოკუმენტაცია;“. |
7.
მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყოფენ სამინისტროს და მისი სისტემის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ ამჟღავნებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს სამსახურებრივი შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები