„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.142.016359
13
09/07/2025
ვებგვერდი, 11/07/2025
010250040.35.142.016359
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2025 წლის 9 ივლისი

ქ. ნინოწმინდა

 

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.142.016159) და  დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მერის წარდგინებით ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

„ე) მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის  უზრუნველსაყოფად  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება, მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება.“.

2. 135- მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია,  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, საკრებულოს ბიუროს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი და მერიის  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებული არიან ამ რეგლამენტის 137-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

3. 137-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ)  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს ოქმი შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი