დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/07/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.037.016207 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19/05/2025, 010240030.22.037.016206) დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ დაგეგმილი/მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების ადგილობრივ დონეზე განხორციელებისას და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება და კოორდინაცია; დ) სამინისტროს, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის კოორდინაცია; ე) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა; ზ) სახელმწიფო რწმუნებულების კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; თ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების საშტატო ნუსხების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია; კ) რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე სამსახურში შესული ინფორმაციის შესწავლა, დამუშავება-ანალიზი და მასზე რეაგირება; ლ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №458 დადგენილებით (შემდეგში – დადგენილება), საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ, დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში (გარდა 45100000, 45200000, 45300000, 45400000) სახელმწიფო შესყიდვების დაწყებამდე შესასყიდი ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება; მ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ო) სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 10 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები