დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.120.016511 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
„სატრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 05.02.2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.120.016273) დამტკიცებულ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს შედეგი ცვლილება:
1. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, საბჭოს დებულების დამტკიცება, საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა;“. 2. რეგლამენტის XIX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“. 3. რეგლამენტის 148-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „148. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. 2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები