დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-624 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.030.016368 |
01-624
09/07/2025
ვებგვერდი, 11/07/2025
010240030.22.030.016368
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი: 29/12/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.030.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
ა)
ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი) ვალდებულია სამსახურში მიღებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსამსახურეს, რომელმაც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მისი გაცნობა დანართი 1-ით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად.“; |
ბ)
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები