„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025144
252
11/07/2025
ვებგვერდი, 14/07/2025
300160070.10.003.025144
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2022, 300160070.10.003.023468) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში („საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ“):

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. ასახდელი − ერთეული კუბოიდური კოლოფის გახსნა, როცა კოლოფის თავსახური განთავსებული მის წინა ნაწილში, აიხდება ზედა მხარეს. გახსნის დიაგრამა − იხ. №2 დანართი.“;

ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ჩანართი − კუბოიდური კოლოფის ფორმის ერთეული შეფუთვის შიგნით, გადასახსნელის/ასახდელის წინა მხარეს მოთავსებული მყარი მუყაო. შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების ერთეული შეფუთვისთვის, ამ შეფუთვის ხელახლა დაკეტვისთვის საჭირო დამატება.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბრენდის სახელი 150 კვ/სმ-მდე ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში არ უნდა იყოს 14 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი, 150 კვ/სმ-დან 300 კვ/სმ-მდე ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 40 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი, ხოლო 300 კვ/სმ და მეტი ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 60 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი; ვარიანტის სახელი, რაოდენობის ან წონის შესახებ წარწერა, აგრეთვე მწარმოებლის სახელი და მისამართი, მწარმოებელი ქვეყნის სახელი − 150 კვ/სმ-მდე ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 10 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი, 150 კვ/სმ-დან 300 კვ/სმ-მდე ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 30 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი, ხოლო 300 კვ/სმ და მეტი ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 40 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი;“;

ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მწარმოებლის სახელი და მისამართი, მწარმოებელი ქვეყნის სახელი შეიძლება განთავსდეს:

ე.ა) იმ შეფუთვაზე, რომელიც კუბოიდური ფორმისაა, მხოლოდ ლატერალურ (გვერდითა) გვერდზე და უნდა დაიწეროს მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;

ე.ბ) სხვა სახის შეფუთვის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს კუბოიდური ფორმა, გარე ზედაპირზე − მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;

ვ) თამბაქოს ნაწარმის რაოდენობის ან წონის შესახებ წარწერა შეიძლება განთავსდეს:

ვ.ა) იმ შეფუთვაზე, რომელიც კუბოიდური ფორმისაა, წინა ან ლატერალურ (გვერდითა) ზედაპირზე და დაიწეროს მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;

ვ.ბ) სხვა სახის შეფუთვის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს კუბოიდური ფორმა, გარე ზედაპირზე მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;“;

გ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განლაგებულია კუბოიდური ფორმის შეფუთვის შემთხვევაში ლატერალურ (გვერდითა) ზედაპირზე (მიკვლევადობის ნიშანი – ლატერალურ (გვერდითა) ან ქვედა უმცირეს ზედაპირზე) მხოლოდ ერთხელ, მართკუთხა ფორმით, არ ფარავს ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილ რაიმე წარწერას ან ნიშანს და არ იკავებს ლატერალური (გვერდითა)/ქვედა უმცირესი ზედაპირის 30%-ზე მეტს; სხვა სახის შეფუთვის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს კუბოიდური ფორმა, გარე ზედაპირზე, მხოლოდ ერთხელ, მართკუთხა ფორმით, არ ფარავს ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილ რაიმე წარწერას ან ნიშანს და არ იკავებს შესაბამისი ზედაპირის 30%-ზე მეტს;“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სიგარეტის შეფუთვის გახსნა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გადახსნით ან ახდით, შესაბამისი დიაგრამის (დანართი №1 და დანართი №2) მიხედვით. გადასახსნელი შეფუთვის შემთხვევაში, ღიობი უნდა იყოს შეფუთვის ზედა ნაწილში, ხოლო ასახდელი შეფუთვის შემთხვევაში − ქვედა ნაწილში და უნდა ჰქონდეს სწორი კიდეები.“.

4. დაემატოს დანართი №2 („ასახდელი“) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 „დანართი №2

ასახდელი

 

კუბოიდური შეფუთვის ასახდელი უნდა იხსნებოდეს ქვემოთ მოცემული  დიაგრამის შესაბამისად

       .“.