„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 14/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016148
020
14/07/2025
ვებგვერდი, 14/07/2025
110060010.70.082.016148
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №020

2025 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016006) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილეებსა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გენერალური პროკურორი.“.

4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:

„11. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს გენერალური ინსპექციის უფროსი.“.

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ასრულებენ გენერალური ინსპექციის უფროსის ან/და  გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;“;

ბ) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ასრულებენ გენერალური ინსპექციის უფროსისა და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე