დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016090 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის №405-IIმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/28 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016056) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნებისა და ტრადიციების განმტკიცება, აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პოპულარიზაცია, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება, კულტურული თანამშრომლობის განვითარება, ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია, საერთაშორისო და ქართულ სახელოვნებო სფეროებში პარტნიორული ურთიერთობის დანერგვა, თანამშრომლობა საერთაშორისო, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად და ახალი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობა. 2. თეატრი საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მხარდაჭერით უზრუნველყოფს 1997 წელს დაარსებული მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“ შენარჩუნებას, განხორციელებასა და განვითარებას.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“-„ბ5“ ქვეპუნქტები: „ბ1) კულტურის განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო პროექტები, ჩაატაროს კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ბ2) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს საერთაშორისო კულტურული (თეატრალური და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით) გაცვლითი პროგრამების ორგანიზება; ბ3) ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას თეატრალური სფეროს მართვის საკითხებში; ბ4) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამყაროს კავშირები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და დონორ ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხო ქვეყნების შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან და ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორობის განვითარების მიზნით; ბ5) სამინისტროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“ დებულება;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თეატრს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა 1. თეატრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. 3. თეატრის დირექტორს ნიშნავს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) საკუთარი შეხედულებით. მინისტრი, ასევე, უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში) მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს. 4. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი: ა) არის თეატრის ხელმძღვანელი; ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თეატრის საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს; დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; ვ) უფლებამოსილია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი; ზ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; თ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; ი) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში); კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს; ლ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; მ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს; ნ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან); ო) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 5. თეატრის დირექტორი ვალდებულია, მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ, სამინისტროში წარადგინოს ანგარიში იმ სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის (შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესახებ) შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ის იქნა დანიშნული თანამდებობაზე. 6. თეატრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი: ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე; ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მინისტრი გაიზიარებს წარდგენილ დასაბუთებას; გ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ან ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; დ) სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 7. დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის, გათავისუფლების ან გადადგომის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი.“. 4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. თეატრის ქონება თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.“. 6. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები