„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025150
258
16/07/2025
ვებგვერდი, 17/07/2025
010220020.10.003.025150
„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №258

2025 წლის 16 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №123 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2019, 010220020.10.003.021138) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატოსთან) საქართველოს სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციისა და ალიანსში გაწევრიანების პროცესში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის  სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

6. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

9. საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

11. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.

12. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

13. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

15. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − კომისიის მდივანი.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს;

ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს;

თ) საქართველოს გენერალურ პროკურორს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას, ამზადებს კომისიის სხდომის ოქმსა და სამუშაო დოკუმენტებს და უგზავნის კომისიის წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს და ასევე უგზავნის კომისიის სხდომის დღის წესრიგს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე