,,საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №039 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 18/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016150
022
18/07/2025
ვებგვერდი, 18/07/2025
110060000.70.082.016150
,,საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №039 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №022

2025 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №039 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №039 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016052) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ეს წესი, პროკურატურის სტაჟიორებზე, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეებსა (მათ შორის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე) და შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ პირებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკონკურსო პროცედურებით, შრომის კოდექსითა და  საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესით დადგენილი წესების თავისებურებათა გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე