„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 18/07/2025
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016043
10
18/07/2025
ვებგვერდი, 21/07/2025
280030000.73.085.016043
„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის

გენერალური დირექტორისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  შემოსავლების სამსახურის უფროსის

ერთობლივი ბრძანება №10/№02

2025 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ​1“ ქვეპუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 08/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016039) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შედარება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახური და საპენსიო ფონდი უზრუნველყოფენ შემოსავლების სამსახურის სისტემასა და ელექტრონულ სისტემას შორის მონაცემების მიმოცვლას და სერვისის აწყობას, რომლის გათვალისწინებითაც, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაცია, რომლის მონაცემები ასახულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, ფიქსირდება ელექტრონულ სისტემაში, რაც დააინიცირებს საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად გენერირებასა და დახურვას, ამ წესით დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის, დამსაქმებელი ვალდებულია საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას, თუმცა არაუგვიანეს  გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადისა (ვადის ბოლო დღის 24:00 საათამდე), უზრუნველყოს ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა, რა შემთხვევაშიც, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, თუ წარმოიშობა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება ან იზრდება საპენსიო შენატანის მოცულობა, საპენსიო შენატანის/შენატანების სათანადოდ განხორციელების მიზნით დამსაქმებელი ვალდებულია არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების დღის 24:00 საათამდე უზრუნველყოს ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა. დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 ან 31 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობას, არ დაიხურება საპენსიო დეკლარაცია და არ განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი, რაც წარმოადგენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას და დამსაქმებელს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა და საურავი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, კანონისა და მონიტორინგის წესის საფუძველზე. საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა არ გულისხმობს საპენსიო დეკლარაციის დახურვას და საპენსიო შენატანის ავტომატურად განხორციელებას, თუკი შესრულებული არ არის ზემოთ მოცემული პირობა.“;

დ) მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელს არ დაეკისრება ჯარიმა ან/და საურავი, თუკი სათანადოდ დადასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ საბალანსო თანხა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადაირიცხა/ჩაირიცხა ინსტრუქციით დადგენილი წესით და ვადაში, თუმცა მისი ასახვა ელექტრონულ გვერდზე ვერ განხორციელდა შესაბამის კომერციულ ბანკსა და საპენსიო ფონდს შორის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმართაობის გამო. დამსაქმებელს ასევე არ დაეკისრება მონიტორინგის წესით განსაზღვრული ჯარიმა ან/და საურავი, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა ამ წესით და ინსტრუქციით დადგენილ ვადაში წარმოადგინა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, თუმცა შემოსავლების სამსახურის და საპენსიო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმართაობის გამო, საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში ვერ აისახა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამისი დეკლარაცია.“;

ე) მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„7. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების იდენტიფიცირება ხდება ავტომატურად შემოსავლების სამსახურის სისტემაში შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის შევსებისას, შემოსავლების სამსახურის სისტემისა და ელექტრონული სისტემის ტექნიკური მხარდაჭერით, დასაქმებულის ასაკის, მოქალაქეობის სტატუსის, საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის და განაცემის შესაბამისი სახის  გათვალისწინებით.“.

4. მე-5 მუხლის მე-3  მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის, თვითდასაქმებული ვალდებულია საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას, თუმცა არაუგვიანეს  აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადისა (ვადის ბოლო დღის 24:00 საათამდე), ან საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, შესაბამისი დღის 24:00 საათამდე უზრუნველყოს საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის ელექტრონულ გვერდზე არსებობა, რის შედეგადაც, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის/საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის საფუძველზე ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია.

4. იმ შემთხვევაში, თუ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის/საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში (საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე/არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა), ხოლო საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, არაუგვიანეს შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღის 24:00 საათისა, თვითდასაქმებული არ უზრუნველყოფს შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის ელექტრონულ გვერდზე არსებობას, აღნიშნულის შედეგად არ განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი, რაც წარმოადგენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა არ გულისხმობს საპენსიო დეკლარაციის დახურვას და საპენსიო შენატანის ავტომატურად განხორციელებას, თუკი შესრულებული არ არის ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა.

5. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებულის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას/წარდგენის შემდგომ (მათ შორის, საშემოსავლო დეკლარაციის შესწორებისას), თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე არ ფიქსირდება შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხა, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის ან/და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით აცნობოს თვითდასაქმებულს აღნიშნულის შესახებ.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ნაკლებობით აქვს განხორციელებული საპენსიო შენატანი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ცვლილების ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას, ხოლო დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის დახურვისთვის დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია, ამ წესის შესაბამისად, უზრუნველყოს არანაკლებ შესაბამისი საპენსიო შენატანის მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა, რის შემდგომაც საპენსიო შენატანი განხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, ამ წესის საფუძველზე;“;

ბ) მე-3 და მე-4  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა  წარმოადგენს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევას და ექვემდებარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, კანონით და მონიტორინგის წესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ამასთან,  საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ  ვადამდე საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების შედეგად ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანებთან მიმართებით ცვლილებები არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის  ჯარიმის ან/და კანონით გათვალისწინებული საურავის დაკისრების საფუძველს, ხოლო საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის  ჯარიმის დაკისრების საფუძველს, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო დეკლარაცია დაიხურა ამ წესის მე-4 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

4. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის არსებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, ელექტრონული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა დააკორექტიროს საპენსიო დეკლარაცია საშემოსავლო დეკლარაციისგან დამოუკიდებლად, გარდა კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საპენსიო დეკლარაციის ცვლილება დაკავშირებულია საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილებასთან ან/და საშემოსავლო დეკლარაციის შესწორებასთან და შეუძლებელია მის გარეშე განხორციელდეს.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე წვდომისათვის დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი/თვითდასაქმებული ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ინსტრუქციით დადგენილი წესით ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომია საპენსიო ფონდის ვებგვერდიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი – მე-5 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 8 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე
შემოსავლების სამსახურის უფროსიირაკლი ბერაია