ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016016
374
18/07/2025
ვებგვერდი, 21/07/2025
000000000.00.123.016016
ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №374

2025 წლის 18 ივლისი

ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი  ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შ ე ს ა ხ ე ბ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებისა და  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე:

მუხლი 1. ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევს მიენიჭოს ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელი.

მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო  სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს  თავმჯდომარე                                           ირაკლი  შენგელია