„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ოქტომბრის №189/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ოქტომბრის №189/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016946
175/04
21/07/2025
ვებგვერდი, 22/07/2025
220090000.18.011.016946
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ოქტომბრის №189/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №175/04

2025 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ოქტომბრის №189/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 21 ოქტომბრის №189/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 21/10/2020; 220090000.18.011.016512) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის  წესის (შემდგომში – წესი) მოქმედება ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირებზე (შემდგომში – ანგარიშვალდებული პირი).

2. ამ წესით განისაზღვრება ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის მიზნით მოსაპოვებელი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე ამ მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების აღრიცხვის, განახლების, დამოწმებისა და შენახვის წესი.“.

2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული სანდო წყაროების გამოყენებით. ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული სანდო წყაროებისგან განსხვავებული სანდო წყაროები.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ანგარიშვალდებულმა პირმა, ნაკლები რისკის არსებობის შემთხვევაში, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის მიზნით, სულ მცირე, უნდა მოიპოვოს მისი სახელი და გვარი, მოქალაქეობა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია

1. სტანდარტული და მომეტებული რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ და ასევე, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემების ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი სანდო წყაროს საფუძველზე.

2. ნაკლები რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ასევე, „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემის ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული სანდო წყაროს საფუძველზე ან სხვა სანდო წყაროზე დაყრდნობით. 

3. ნაკლები რისკის არსებობის შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გადაამოწმოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტე, თუ გაჩნდა ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტესთან დაკავშირებით.

4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები, და აგრეთვე,  ფოტოსურათი.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ექვემდებარება ზედამხედველობას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევები არ განიხილება ნაკლები რისკის მინიჭების ავტომატურ საფუძვლად.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამონაწერი აქციათა რეესტრიდან, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის რეპუტაციისა და რეგულირების ხარისხის გათვალისწინებით. მომეტებული რისკის არსებობისას, თუ რეესტრს აწარმოებს თავად შესასწავლი პირი, დამატებით საჭიროა სხვა სანდო წყაროს გამოყენება. ამასთან, ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს აქციების თავად იურიდიული პირის მიერ აღრიცხვის შესაძლებლობას;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, ნაკლები რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია დაეყრდნოს სხვა სანდო წყაროს ან წყაროებს, რომელიც ამ წესით განსაზღვრული ყველა შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემის გადამოწმების საშუალებას იძლევა.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ, ამ წესით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და თარიღდებოდეს (დოკუმენტის გაცემის თარიღი) ვერიფიკაციამდე არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, და გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვერიფიკაცია იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით ხორციელდება.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. სტანდარტული და ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებულ იურიდიულ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, დაეყრდნოს იმავე ჯგუფში შემავალი, აქტიური ანგარიშის მქონე, სხვა იურიდიული პირის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლისა და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებულ დოკუმენტს, რომელიც არ საჭიროებს განახლებას და თარიღდება ვერიფიკაციამდე არაუგვიანეს 18 (თვრამეტი) თვით. ანგარიშვალდებულმა პირმა სტანდარტული რისკის შემთხვევაში დოკუმენტები უნდა განაახლოს საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან 3 (სამი), ხოლო ნაკლები რისკის შემთხვევაში 6 (ექვსი) თვის ვადაში.“.

7. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის (მათ შორის, ინფორმაციის განახლების) მიზნით მიღებული დოკუმენტები უნდა იყოს დათარიღებული და დამოწმებული ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“.

8. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია შესაძლებელია დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია უნდა დასრულდეს გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან.“;

ბ) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, განაახლოს ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:“.

9. დანართ №3-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).“.

10. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ანგარიშვალდებულმა პირებმა 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ საკუთარი შიდა კონტროლის პოლიტიკისა და წესების შესაბამისობა ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა