ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.158.016663
17
21/07/2025
ვებგვერდი, 23/07/2025
010250040.35.158.016663
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 21 ივლისი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებით" (www.matsne.gov.ge, 21/11/2017, 010250040.35.158.016373) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მ-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება.

2.  თავი VI ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

მუხლი 35. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.

2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი