„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.131.016418
07
22/07/2025
ვებგვერდი, 23/07/2025
010250040.35.131.016418
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2025 წლის 22 ივლისი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (სსმ 31.03.2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.131.016328) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის  №07 დადგენილებით დამტკიცებულ  დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  დანართით დამტკიცებული XVIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი XVIII. ქალთა  და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო.

 მუხლი 147. ქალთა  და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო.

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო.

2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი