გაკოტრების მმართველის ცვლილების შესახებ

გაკოტრების მმართველის ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15047-25
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/07/2025
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2025
სარეგისტრაციო კოდი
2/15047-25
18/07/2025
ვებგვერდი, 23/07/2025
გაკოტრების მმართველის ცვლილების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №330210325011587662

საქმე №2/15047-25

 განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების მმართველის ცვლილების შესახებ

2025 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს

 სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე  ალექსანდრე გზირიშვილი

 

განმცხადებელი / მოვალე – შპს „სატე“ (ს.ნ. 405373304)

გაკოტრების მმართველი – ქეთევან ბაშინურიძე (პ.ნ. 01019006553)

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნის საკითხი და

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2025 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სატეს“ /ს.ნ. 405373304/ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „სატეს“ /ს.ნ. 405373304/ მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს „სატეს“ წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც განმცხადებლის მიერ 2025 წლის 11 ივნისის განცხადებით იქნა აღმოფხვრილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი, ამასთან, შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) გაკოტრების მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ქეთევან ბაშინურიძე (პ.ნ. 01019006553, ტელ: 599 39 44 99, მისამართი: თბილისი, 0105, გიორგი ლეონიძის ქ. №1, სართული 2, ოფისი №3), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

2025 წლის 17 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა ქეთევან ბაშინურიძემ. განცხადებას ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება №200, საიდანაც ირკვევა, რომ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადხდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისიტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანების საფუძველზე შეწყვეტილია შპს „სატეს“ გაკოტრების მმართველის/პრაქტიკოსის ქეთევან ბაშინურიძის (პ.ნ. 01019006553) ავტორიზაცია და იგი აღარ ირიცხება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით ქეთევან ბაშინურიძე ითხოვს განსახილველ საქმეზე შპს „სატეს“ გაკოტრების მმართველად სხვა გაკოტრების მმართველის დანიშვნას.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ ინფორმაცის და მიაჩნია, რომ საქმისწარმოების შემდგომი გაგრძელების მიზნით „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლის საფუძველზე, შერჩეული უნდა იქნეს ახალი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-11 მუხლის თანახმად, მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა სავალდებულოა. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროფესიული წრეების წარმომადგენელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი. ამ კანონის მიზნებისთვის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ − იუსტიციის მინისტრი) უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა კატეგორიები, რომლებიც დაშვებული იქნებიან სხვადასხვა ტიპის გადახდისუუნარობის საქმეებზე, მათი სირთულის გათვალისწინებით. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების წესსა და პირობებს, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეირჩევა ავტომატურად, მისი შესარჩევი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის /რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. ამავე კანონის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების მართველს ნიშნავს სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით, ამ კანონის მე-2 მუხლითა და 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით.

„გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადხდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების, აგრეთვე ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ელექტრონული შერჩევის პროცესი ხელახლა განხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი, ასევე, შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) გაკოტრების მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ქეთევან ბაშინურიძე (პ.ნ. 01019006553, ტელ: 599 39 44 99, მისამართი: თბილისი, 0105, გიორგი ლეონიძის ქ. №1, სართული 2, ოფისი №3), 2025 წლის 17 ივლისის განცხადების და მასზე თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს №200 ბრძანებიდან ირკვევა, რომ „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადხდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანების საფუძველზე, შეწყვეტილია შპს „სატეს“ გაკოტრების მმართველის/პრაქტიკოსის ქეთევან ბაშინურიძის (პ.ნ. 01019006553) ავტორიზაცია და იგი აღარ ირიცხება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში.

ვინაიდან გაკოტრების მმართველის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზნის მიღწევა, შპს „სატეს“ გაკოტრების მმართველის, როგორც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის რეგისტრაცია გაუქმებულია, შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) გაკოტრების მოქმედ მმართველს ქეთევან ბაშინურიძეს უნდა შეუწყდეს გაკოტრების მმართველის უფლებამოსილება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის, 99-ე მუხლის საფუძველზე და „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის IV თავით დადგენილი წესების დაცვით გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემიდან ავტომატური წესით მოხდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ნიკოლოზ აბუთიძის (პ.ნ. 01002023923) შერჩევა, რომელიც უნდა დაინიშნოს შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) გაკოტრების მმართველად.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, მე-11-ე, 120-ე მუხლებით; „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადხდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანების მე-15, მე-16 მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „სატეს“ (ს.ნ. 405373304) გაკოტრების მმართველს ქეთევან ბაშინურიძეს (პ.ნ. 01019006553, ტელ: 599 39 44 99, მისამართი: თბილისი, 0105, გიორგი ლეონიძის ქ. №1, სართული 2, ოფისი №3) შეუწყდეს უფლებამოსილება, მისი როგორც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტის გამო.

2. შპს „სატეს“ (ს.. 405373304) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნიკოლოზ აბუთიძე (პ.ნ. 01002023923, ტელ: 597 73 47 73, მისამართი: თბილისი, აბაშიძის ქუჩა №34, ელექტრინული ფოსტა abutidze@jgc.ge), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                          ალექსანდრე გზირიშვილი