„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის N01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის N01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-663
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.030.016374
01-663
22/07/2025
ვებგვერდი, 23/07/2025
010120000.22.030.016374
„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის N01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-663

2025 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.22.030.016126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ბლანკის  შევსებისა  და  სამგზავრო  დოკუმენტში  დატანის წესის (დანართი №2): 
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია (შემდგომში  საკონსულო სამსახური) ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო  და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში  საკონსულო  და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) უზრუნველყოფილი არ არის ელექტრონულ სისტემაზე წვდომით, როგორც კავშირის არსებობის (ონლაინ), ასევე კავშირის არარსებობის (ოფლაინ) რეჟიმში, ან აღნიშნულ სისტემაზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხებულია, ხოლო ვიზის გაცემა დაკავშირებულია ობიექტურ აუცილებლობასთან, პერსონალიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, ხელით შევსების გზით. ამ შემთხვევაში, პერსონალიზაცია ხდება საქართველოს ვიზის მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალში და სავიზო განაცხადში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე ფოტოსურათის გარეშე.“;

ბ) მე-6 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შენიშვნები – საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო  და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საჭიროებისამებრ დამატებით შეტანილი ინფორმაცია.“;

2. ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის (დანართი №3):
ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა (შემდგომში  საკონსულო სამსახური) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო  და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის (შემდგომში  საკონსულო  და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) მიერ საქართველოს ვიზის ბლანკების გამოყენება ხდება მათთვის გამოყოფილი დიაპაზონების ფარგლებში, ქრონოლოგიის დაცვით.

2. საკონსულო თანამდებობის პირისათვის/საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირისათვის (შემდგომში  უფლებამოსილი პირი) საქართველოს ვიზის ბლანკის გადაცემის ფაქტი რეგისტრირდება, საქართველოს ვიზის ბლანკის აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება და გაცემული საქართველოს ვიზის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს ვიზის ელექტრონულ სარეგისტრაციო ჟურნალებში (დანართები №3ა და № 3ბ) ან საქართველოს ვიზის მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3გ).

3. საქართველოს ვიზის ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება ხდება საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით (შემდგომში  ელექტრონული სისტემა) საქმისწარმოებისას. საქართველოს ვიზის მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო სამსახური ან საკონსულო  და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი უზრუნველყოფილი არ არის ელექტრონულ სისტემაზე წვდომით, როგორც კავშირის არსებობის (ონლაინ), ასევე კავშირის არარსებობის (ოფლაინ) რეჟიმში, ან აღნიშნულ სისტემაზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხებულია.“;

ბ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„დ) შენიშვნა  საკონსულო სამსახურისთვის/საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი საქართველოს ვიზის ბლანკის გაგზავნის დამადასტურებელი კორესპონდენციის ნომერი, თარიღი და ანგარიშფაქტურის ნომერი, ასევე საკონსულო თანამდებობის პირის სურვილის შემთხვევაში სხვა დამატებითი ინფორმაცია;“;

გ) მე-8 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) აღნიშვნები  საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო  და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საჭიროებისამებრ დამატებით შეტანილი ინფორმაცია.“;

დ) მე-10 პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული  რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში  ადმინისტრაციული დეპარტამენტი) უზრუნველყოფს საქართველოს ვიზის მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალის დამზადება-გაფორმებას (დანომრვა, თუ ჟურნალი არ არის დანომრილი პოლიგრაფიული წესით, ზონარის გაყრა და ლუქით დამაგრება) და მის მიწოდებას საკონსულო სამსახურისა და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტისთვის, შესაბამისად საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელის ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად.“;

ე) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საქართველოს ვიზის გაუქმებული ბლანკები, გარდა ამ დანართის მე-11 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაუქმებული ბლანკებისა, ინახება საკონსულო სამსახურში/საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტში კალენდარული წლის დასრულებამდე, რის შემდეგაც უტილიზაციის უზრუნველყოფისათვის ეგზავნება ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“;

ვ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს ამ დანართის მე-11 პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუქმებულ ბლანკებთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აღნიშნული საფუძვლებით საქართველოს ვიზის ბლანკების გაუქმებისთანავე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი