საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფომნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვს წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფომნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვს წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.023.016930
2-494
11/08/2025
ვებგვერდი, 12/08/2025
010020000.22.023.016930
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფომნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვს წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-494

2025 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვს წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2  პუნქტის,  მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“  შესაბამისად,  ვბრძანებ :


მუხლი 1

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს  (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა)  ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ნიმუში;

ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში;

გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში.

2. სააგენტოს ემბლემას წარმოადგენს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი წარწერა.

მუხლი 2
1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) სააგენტოს ვებგვერდზე;

ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე;

გ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე;

დ) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე;

ე) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო- და ფოტომასალებზე;

ვ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე;

ზ)  სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალურ ტანსაცმელზე (უნიფორმაზე).

3. საჭიროების შემთხვევაში ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტომ ემბლემის გამოყენებისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.

5. სააგენტომ უზრუნველყოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი