სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 6 25 00001464
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2025
სარეგისტრაციო კოდი
REG 6 25 00001464
27/06/2025
ვებგვერდი, 24/07/2025
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება REG 6 25 00001464

2025 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა №74; პუშკინის ქუჩა 118; პუშკინის ქუჩა 120; ს/კ 445466870) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის დანართი  „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს, სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრზე“ (ს/ნ 445466870) დირექტორის, მედეა ქაჯაიას განცხადებები: №649304, 11.06.2025წ.; №654842, 12.06.2025წ.; №667680, 16.06.2025წ.;

ადგილზე შემოწმების აქტი: №ლნ - 2818 – 196, 18.06.2025წ.;

მოხსენებითი ბარათი: №REG22500713064, 26.06.2025წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

 შემსრულებელი                                                                   ლეილა ქოჩიაშვილი