საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-672
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.030.016377
01-672
22/07/2025
ვებგვერდი, 24/07/2025
010240020.22.030.016377
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-672

2025 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-81 ბრძანება;
ბ) „სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №01-14 ბრძანება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი