დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 199 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040003000.22.033.017943 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040003000.22.033.017635) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესის და პირობების“ მე-7 მუხლი მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, საბაჟო დეპარტამენტის უფროსს/უფროსის პირველ მოადგილეს/უფროსის მოადგილეს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის/ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მართლსაწინააღმდეგო (მათ შორის, დანაშაულებრივი) ქმედებების პრევენციისათვის/გამოვლენისა და აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზების; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებისა და მობილიზების; გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და გამარტივებისათვის საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის (სრულყოფის) მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 7000 ლარი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები