დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 18 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.166.016634 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 18 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №61 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 20/12/2024 190020020.35.166.016616) და ჩამოყალიბდეს:
თავი I. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი თანდართული რედაქციით: ათას ლარში
2. მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 53 786.6 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 33876,9 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 15 709.7 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 4 200,0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 38 068,6 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 20 659.3,3 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 21 159,3 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება -500.0 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით: ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -4 941,3 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 15 718,0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს: ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2025 წლის მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 76,3 ათასი ლარი (ძირი 76.3ათ ლარი და % 20,0ათ ლარი) ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017წლის 16 თებერვალს მიღებული სესხის თანხის დაფარვას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მთლიანი სასეხო ვალდებულება შეადგენდა -534,1ათ.ლარს. 2025წლისთვის დაიფარება ვალდებულება -76,3ათ.ლარი. 2025წლისთვის დაფარულია სესხის ძირი- 419,7ათ ლარი. დასაფარი -114,5ათ.ლარი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 28 369.7 ათ. ლარით:
02 01 საგზაო ინფრასტრუქტურა
02 02 წყლის სისტემის განვითარება
02 03 გარე-განათება პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 2 ქვეპროგრამა: - გარე განათების ქსელის მოწყობა და ელ. ენერგიის ქვეპროგრამა. - ა(ა)იპ გურჯაანისგარე განათების სამსახური.
0204 შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია
02 05 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები
02 12 - ააიპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური
მუხლი 14. 03 00 დასუფთავება და გარემოს დაცვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა;
მუხლი 15. 04 00 განათლება საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის ბავშვებისთვის მიწოდებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ათას ლარებში
მუხლი 16. 05 00 კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც მერიის კულტურის სამსახურის, ასევე კულტურის და სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ. ათას ლარებში
05 01 სპორტი პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას. სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება; სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, სპორტის განვითარება. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ
05 02 კულტურის სფეროს განვითარება პროგრამის მისია გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია. აღწერა კულტურული ტრადიციების დაცვისა და განვითარების მიზნით პროგრამის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა. კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია, შესაბამისად განხორციელდება სხვადასხვა მასშტაბისა და შინაარსის კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისათვის მხარდაჭერა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩართვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. სახელოვნებო განათლების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია. კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა. მიზანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია. კულტურულ საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას კომფორტული და მშვიდი მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები.
05 05 ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობის დაფინანსება მისია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია აღწერა პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ სრული ინფორმაციის დროული გავრცელება. აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანად ამუშავებისათვის აუცილებელია როგორც ტელევიზიასთან, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკრებულოს სხდომების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანი შეხვედრებისა და გაერთიანებული თათბირების გაშუქება, რომელიც შეიცავს საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციებს. უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციის განცხადების სახით გავრცელება და სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების გაშუქება. 2025წელს ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება 175,0ათ.ლარით მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე მუხლი 17. 06 00 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
06 01 ჯანმრთელობის დაცვა პროგრამის მისია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია. აღწერა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; დ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; ვ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მიზანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის კვლევა c ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსზე, ტუბერკულოზზე, მათი ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა, გავრცელების პრევენცია, გამოვლენილ პაციენტთა დროული ჩართვა სახ. პროგრამის სამკურნალო ნაწილში.c ჰეპატიტის, აივ ინფექცია შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
06 02 სოციალური დაცვა მისია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. აღწერა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
06 03 ა(ა)იპ მიუსაფარი ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო
თავი II. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 18. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
თავი III. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 19. ასიგნებების დაფინანსება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 20. ასიგნებების გადანაწილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 21. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2025 წლის განმავლობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 22. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის შესაბამის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 23. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 24. დავალიანებების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 05-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2025 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 25. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 36,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად. დაფინანსდება ასევე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 26. სარეზერვო ფონდი 2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები