„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 9 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016476
14
23/07/2025
ვებგვერდი, 25/07/2025
010250050.35.107.016476
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 9 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2025 წლის 23 ივლისი

ქ. ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 9 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის   ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025  წლის 9 ივნისის  №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/06/2025. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016473) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის  „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა  და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 სექტემბრის №7 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის  პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება 21 წევრისგან.  საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის  მე-4 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია