„ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-473
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016923
2-473
01/08/2025
ვებგვერდი, 04/08/2025
340170000.22.023.016923
„ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-473

2025 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1
„ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2020, 340700000.22.023.016645)  შეტანილი იქნეს ცვლილება  და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სააგენტო უზრუნველყოფს შემდეგი მონაცემების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას:

ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ზეთების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;

ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი  აგვისტოდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი