დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.169.016590 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 ივნისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.169.016588) და დადგენილებით დამტკიცებული დედოფლისწაყროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების მესამე და მეოთხე მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 3. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებანი საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა, კონკრეტული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტში ასახვის მიზნით; ბ) არსებული მუნიციპალური, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი კამპანიების წარმოება; გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების გათვალისწინებით; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის, სოციალურ მედიაში; ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში; ზ) განიხილოს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები; თ) უფლება აქვს გამოითხოვოს ქალთა და ბავშთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია; კ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები; ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ნ) ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან და მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; ო) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები; პ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალთა და ბავშვთა უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; ჟ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი; რ) წელიწადში ერთხელ დედოფლისწაყროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში ქალთა და ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს ხელმძღვანელობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 2. საბჭოს შედგება 15 წევრისგან და მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. 4. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) გარდაცვალება; ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები