დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016557 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/12/2024; 010250050.35.152.016529). კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამები და პროგრამებში მონაწილეობის წესებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების მზის ფოტოელექტრული სისტემებით უზრუნველყოფის პროგრამა 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის არაელექტრიფიცირებულ დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა წევრებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი. 2. დახმარების (ფოტოელექტრული პანელები, დამაგროვებელი ელემენტი და ა.შ.) მისაღებად, პროგრამით სარგებლობის სურვილის მქონე ოჯახის სრულწლოვანმა წარმომადგენელმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მომართოს შემდეგი დოკუმენტაციით: 2.1. წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; 2.2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2.3. ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს მაძიებელი ოჯახის არაელექტრიფიცირებულ დასახლებაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და მაძიებელი ოჯახისთვის მზის პანელის მიღების აუცილებლობა. 4. წარდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 5. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს წარდგენილ მოთხოვნებს, სოციალური სამსახური მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს მოხსენებითი ბარათით და წარუდგენს შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანების) პროექტს. 6. მერი კანონით დადგენილი წესით, ბრძანების სახით იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარი ოჯახისათვის ფოტოელექტრული სისტემის შესყიდვის, მიწოდების და მონტაჟის თაობაზე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები