დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის N53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58-55 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450050020.35.101.017342 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 20/02/2020; სარეგისტრაციო კოდი: 450050020.35.101.016690) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის“:
ა) მე-2 მუხლის: ა.ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავსაყოფად, სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი და რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ავტორი, არქიტექტორი, განთავსების თარიღი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე“; ა.ბ) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტრო – საქართველოს კულტურის სამინისტრო.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არსებობა/არარსებობა, ასევე ინფორმაცია უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური ან/და ვიზუალური დაცვის არეალში მდებარეობის შესახებ;“; ბ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის გადაადგილებას, სამსახურში უნდა წარადგინოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ფოტო და გადაადგილების შემდგომი ფოტომონტაჟი, საავტორო უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი, აგრეთვე, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია.“; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური ან/და ვიზუალური დაცვის არეალში მდებარეობის შესახებ.“; გ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „4¹“ პუნქტი: „41. კომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში: ა) თუ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება ან გადაადგილება იგეგმება იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ან მდებარეობს უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური და/ან ვიზუალური დაცვის არეალში, განმცხადებელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში – არქიტექტურის სამსახური) გადაწყვეტილება; ბ) თუ იგეგმება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება ან გადაადგილება, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახური ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტი, მოდელი და ესკიზი, შესრულებული/შესასრულებელი მასალის მითითებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) თუ მემორიალური დაფის განთავსება იგეგმება შენობა-ნაგებობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ან მდებარეობს უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური და/ან ვიზუალური დაცვის არეალში, განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ვალდებულია წარუდგინოს არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება.“; ე) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან/და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვის ეტაპის დასრულების და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ, კომისია თბილისის მერს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი რეკომენდაციით: ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისა ან/და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობის შესახებ; ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან/და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეუწონლად ცნობის შესახებ.“; ვ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავსაყოფად არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის კვლავ განთავსების საკითხი, რომლის პატივსაგებად თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში უკვე განთავსებულია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია.“; ზ) მე-6 მუხლს მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს 61 პუნქტი: „61.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის განხილვაზე, თუ ის უსასყიდლოდ გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები