„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58-58
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.101.017345
58-58
25/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
010260040.35.101.017345
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58-58

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/12/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010260040.35.101.016054) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:  

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ (დანართი 1):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს ან ფლობს ამ დადგენილების დანართი 2-ის 30-32-ე გრაფებით, ასევე დანართი 21-ით განსაზღვრულ სამშენებლო საქმიანობის შესაბამის ნებართვას.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი  ან ელექტრონული შეტყობინება (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება/იგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე და/ან პირზე, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად (შემდგომში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაში/სარგებლობაში წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.“;

ბ.გ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება აბონენტის (ელექტროენერგიის მრიცხველის) მესაკუთრის სახელზე.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.  ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომელიც ფლობს ამ დადგენილების დანართი 2-ის 30-32-ე გრაფებით განსაზღვრულ სამშენებლო საქმიანობის შესაბამის ნებართვას, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვება ნებართვის მიღების თარიღიდან და შეწყდება ნებართვაში მითითებული მშენებლობის დასრულების თარიღის დადგომისას. იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის დასრულების თარიღი გაგრძელდა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მოსაკრებლის დარიცხვა არ წყდება ვადის გაგრძელების პროცესში. მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება მშენებლობის ვადის გაგრძელების შესახებ ახალი ბრძანებით განსაზღვრული თარიღის შესაბამისად.“;

გ.ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება (გარდა ამ დადგენილების დანართი 2-ის 30-32-ე გრაფებით, ასევე დანართი 21-ით განსაზღვრული პირებისა) წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.“;

გ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ დადგენილების დანართი 2-ის 30-32-ე გრაფებით განსაზღვრული ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა წყდება მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღიდან, თუ ეს თარიღი არის უფრო ადრინდელი, ვიდრე ნებართვაში მითითებული (ცვლილების გათვალისწინებით) მშენებლობის ნებართვის ვადის თარიღი.“;

გ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს,  ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს (გარდა ამ დადგენილების დანართი 2-ის 30-32-ე გრაფებით, ასევე დანართი 21-ით განსაზღვრული პირებისა), რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:

 ა) მოსაკრებლის გადამხდელი;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ (გარდა ამ დადგენილების დანართი 21-ით განსაზღვრული პირებისა).“;

დ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31.  ამ დადგენილების 21 პუნქტით განსაზღვრული „დანართი 21“-ით განსაზღვრული ინდივიდუალური სახლის ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები პირები დასუფთავების მოსაკრებელს გადაიხდიან მშენებლობის ნებართვის მიღებისას.“.

2) მე-2 პუნქტით დამტკიცებული – „დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებელი  (დანართი 2)  ჩამოყალიბდეს თანდართული „დანართი 2“ -ის შესაბამისად:

დანართი 2

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებელი

დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები და  ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირები

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა 3

მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0.0240

0.050

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0.0917

0.191

3

კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0.3696

0.770

4

მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები

მომსახურების ერთეული ადგილი

0.1440

0.300

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთ მოსწავლეზე, აღსაზრდელზე

0.2160

0.450

6

სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები

მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)

1.9200

4.000

7

საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები

მომსახურების ერთეული ერთი საწოლი

1.3114

2.732

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები

საერთო ფართის 1 მ2

0.1757

0.366

9

 

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

 

ღია ფართის 1 მ2

0.0226

0.047

დახურული ფართის 1 მ2

0.0912

0.190

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)     

სამუშაო ფართის 1 მ2

0.8578

1.787

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები

სამუშაო ფართის 1 მ2

0.2880

0.600

12

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1 მ2

0.3346

0.697

13

შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის, შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები

საერთო ფართის 1 მ2

0.2290

0.477

14

 

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

ღია ფართის 1 მ2

0.0221

0.046

დახურული ფართის 1 მ2

0.0912

0.190

15

ავტოგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1 მ2

0.0912

0.190

16

 

სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0.0446

0.093

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0.0874

0.182

17

 

სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, შავი და ფერდი ლითონების მიმღები პუნქტები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0.0230

0.048

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0.1574

0.328

18

აბანოები, საუნები და საცურაო აუზები

საერთო ფართის 1 მ2

0.2045

0.426

19

სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები

საერთო ფართის 1 მ2

0.3974

0.828

20

              მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები  

საერთო ფართის 1 მ2

0.2856

0.595

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

2.6880

5.600

22

საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

1.0848

2.260

23

საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე)

სამუშაო ფართის 1 მ2

0.2880

0.600

24

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის 1 მ2

0.4046

0.843

25

საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, აეროპორტები, რკინიგზის და მეტროპოლიტენის სადგურები

ღია ფართის 1 მ2

0.0091

0.019

დახურული ფართის 1 მ2

0.0912

0.190

26

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, მდინარეებზე, ტბებზე და ე.წ თბილისის ზღვაზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები   

საერთო ფართის 1 მ2

0.0091

0.019

27

სამხედრო ნაწილები და პენიტენციალური სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი ადგილი

0.6720

1.400

28

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი 

საერთო ფართის 1 მ2

0.0086

0.018

29

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის 1 მ2

0.0451

0.094

30

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური მშენებარე ობიექტი

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 მ2

0.24

0.5

31

სრულად კომერციული გამოყენების მშენებარე ობიექტი

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 მ2

0.24

0.5

32

საწარმოო ან სამრეწველო გამოყენების, ასევე სხვა ფუნქციური დანიშნულების (გარდა ამ ცხრილის 30-32 გრაფით გათვალისწინებული ობიექტისა) მშენებარე ობიექტი

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 მ2

0.24

0.5

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, ფიზიკური, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალურ მეწარმეთათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის:

მ = გ X რ.

მ არის ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალურ მეწარმეთათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (ლარი);

გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

რ –ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). “.

3.  მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 უნქტი და თანდართული „დანართი 21:

„21. ინდივიდუალური სახლის ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართისა (დანართი 21).“;

„დანართი 21

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებელი

 

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირები

ზომის ერთეული

ნარჩენების  დაგროვების ნორმა ყოველი 1მ2 ფართის მიხედვით    3

მოსაკრებლის ოდენობა ზომის ერთეულზე  ლარი

1

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტი

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 მ2

0.096

2.4

დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

მ = გ X რ.

 არის მოსაკრებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მშენებლობის ფართის შესაბამისად.  (ლარი);

  მოსაკრებლის განაკვეთი ზომის ერთეულზე (ლარი);

  ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა, სამშენებლო ნებართვის კ2 კოეფიციენტის შესაბამისად(ფართი მ2).“.

4. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგომი რედაქციით:

„3. დამტკიცდეს „დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი“ (დანართი 3).“.

5. მე-3 პუნქტით დამტკიცებული  „დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი“ (დანართი 3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი 3

დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  დაგვა-დასუფთავების,    ნარჩენების    მართვის,    ოპერატორის    შერჩევის    და     ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში  წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში  თბილისი) დაგვა- დასუფთავების, ნარჩენების მართვის ორგანიზების, მომსახურების წესების დადგენის, ოპერატორის შერჩევისა და  თბილისის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.

2. თბილისში უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, საკრებულოს თანხმობით მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (სამსახური) უფლებამოსილია:

ა) ორგანიზება გაუკეთოს თბილისის დაგვა-დასუფთავებას; წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და სეპარირებული ნარჩენების რეალიზაციას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;

ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.

3. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება:

ა) უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მეშვეობით;

ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;

გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით;

დ) თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;

ე) თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.

4. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ასევე ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვით მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორის მეშვეობით, ხელშეკრულების საფუძველზე.

5. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული უფლებამოსილება შეიძლება განხორციელდეს ცალ-ცალკე ან სრულად.

6. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და  ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე.

7. თბილისის მთავრობას თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე თბილისის დაგვა- დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების სფეროში უფლებამოსილებები შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს.

8. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.

10.   თბილისის   დაგვა-დასუფთავებისა   და   ნარჩენების   მართვის   მომსახურების  იმ  საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საკრებულო.

11. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორები (მათ შორის, მომხმარებლის მიერ შერჩეული ოპერატორი) ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ თბილისის საკრებულოსა და თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთიერება ან ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს  ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებიდან;

ბ) საყოფაცხოვრებო  ნარჩენები  –     დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო  საქმიანობის    შედეგად   წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა  ამ  ნარჩენის  მსგავსია,  აგრეთვე თბილისის  ტერიტორიაზე  მოქმედი  იურიდიული პირების,  ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, ასევე  ახალი სამშენებლო ობიექტების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები;

გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და  სახიფათო ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;

ე) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ და/ან მავნე ნივთიერებებს;

ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;

ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი და/ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე;

თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;

ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.;

კ) თბილისის დაგვა-დასუფთავება – მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;

ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და  სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;

მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება, გაუვნებლება, განთავსება;

ნ) მომხმარებელი – თბილსისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;

ო) ოპერატორი – თბილისის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი;

პ) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად;

ჟ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;

რ) ნარჩენების გაუვნებლება – ნარჩენების დამუშავება, განთავსება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით;

ს) მოსაკრებელი – თბილისის საკრებულოს მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი;

ტ) მოსაკრებლის გადამხდელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს.

უ) აბონენტი – თბილისის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განმახორციელებელ სამსახურში ან ოპერატორთან;

ფ) სამსახური – უფლებამოსილი სამსახური;

ქ) ინდივიდუალური მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი;

ღ) ნარჩენების განკარგვა – ნარჩენების მესაკუთრის მიერ ნარჩენების განკარგვა/რეალიზაცია საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 3. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი

1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი თბილისში მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლებას, განთავსებას.

2. თბილისში დაგვა-დასუფთავების მაშტაბი მოიცავს  საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ველოსიპედით სავალ ბილიკებს, კიბეებს, ხიდებსა და გვირაბებს, გამყოფი შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით.

3. თბილისის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; თოვლცვენის დროს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა (მარილის მოყრა ან/და მექანიკური გაწმენდა). თბილისის დაგვა-დასუფთავებისას, სარეველა მცენარეების მოშორების მიზნით, ჰერბიციდების გამოყენება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.

5. ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია.

6. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. ამ პროცესის დაწყებისა და შესაგროვებელი სახეობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საკრებულო.

7. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.

მუხლი 4. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები

1. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება (გარდა ამ დადგენილების დანართი 2-ის 30-32-ე გრაფებით, ასევე, დანართი 21-ით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს თბილისში მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს.

3. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და განადგურებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.

4. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ სამსახურს ან ოპერატორს მხოლოდ თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა.

5. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) ვალდებულია, რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე, მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია, წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. დარიცხული მოსაკრებლის გაანგარიშების დაკორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს გასული 36 თვის პერიოდზე.

6. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული  დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც   შესაძლებელია   გავლენა   იქონიოს   სამსახურის   ან   ოპერატორის   მიერ   ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.

7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილსის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

8. დასუფთავების  მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

9. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილისის დაგვა- დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

10. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი  დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება თბილისის დაგვა- დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.

11. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.

12. ამ დადგენილების 43 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს ქ. თბილისის  მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახური ან/და ოპერატორი ასევე განიხილავს ინდივიდუალურად წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დანართი №4-ით გათვალისწინებულ არეალში მოქცეული აბონენტების დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვისგან გათავისუფლების შეღავათის შესახებ.

მუხლი 5. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და მათი ტრანსპორტირება

1. თბილისში ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი სათავსები.

2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება.

4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, მოთხოვნის შემთხვევაში განუთავსდებათ კონტეინერები (1100-ლიტრიანი ან 1.1მ3) შემდეგი სახით:

ა) მომხმარებელს, რომელსაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 500 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 1 ერთეული კონტეინერი;

ბ) მომხმარებლებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 3 ერთეულამდე კონტეინერი;

გ) მომხმარებლებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 1000-დან 2000 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 6 ერთეულამდე კონტეინერი;

დ) მომხმარებლებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 2000 ლარი და მეტი ოდენობით, განუთავსდებათ 8 ერთეულამდე კონტეინერი.

5. კონტეინერების (ურნების, ბუნკერების და სხვა შესაბამისი მოწყობილობების) განთავსებასთან დაკავშირებით შემოსულ განაცხადს ქ. თბილისის  მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახური ან/და ოპერატორი განიხილავს ინდივიდუალურად, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილ წესზე მეტი ან ნაკლები (სხვადასხვა ზომის, მოცულობის) კონტეინერის განთავსებასთან დაკავშირებით.

6. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს უფლება აქვთ თვითონ დაიდგან სხვა მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერები, რომელთა ფორმა და დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სამსახურსა ან ოპერატორთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გამწევი პირი უფლებამოსილია არ გაიტანოს (არ დაცალოს) შეუთანხმებლად განთავსებული კონტეინერი.

7. კონტეინერების განთავსებასთან დაკავშირებით (ფერი, ოდენობა, ზომა, მოცულობა, განლაგება) გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახური ან ოპერატორი.

8. ტერიტორიების სპეციფიკიდან და ურბანული დაგეგმარებიდან გამომდინარე სამსახურის ან ოპერატორის მიერ შესაძლებელია შეძენილი და განთავსებული იქნას სხვადასხვა სახის და მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერები (ურნები, ბუნკერები) ან სხვა შესაბამისი მოწყობილობები.

9. მომხმარებელთა (საკუთარ, სარგებლობაში არსებულ და/ან მათზე მიმაგრებულ) ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნულ და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტეინერების დაცლის გრაფიკი, ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის გადაადგილების მარშრუტი, ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის ტევადობა, ერთ ტერიტორიაზე არსებული მომხმარებელთა ობიექტების ერთობლიობა და სხვა ფაქტორები, კონტეინერების მუნიციპალურ ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას ქუჩის სიგანე, გამტარუნარიანობა, დატვირთულობა, მიმდებარე ობიექტებისა და მოსახლეობის ინტერესები, მოთხოვნები და სხვა ფაქტორები.

10. მომხმარებლები ვალდებულნი არიან ნარჩენები ისე განათავსონ კონტეინერებში, რომ არ მოხდეს მათი  გადავსება,  ხოლო  კონტეინერის  გადავსების  შემთხვევაში ნარჩენები  განათავსონ  მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.

11. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთათვისაც არ იქნება საკმარისი გამოყოფილი კონტეინერები, ვალდებულნი არიან თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობისა და ოდენობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა ფერი, მოცულობა, ფორმა და დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სამსახურთან ან ოპერატორთან.

12. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ სამსახურის ან ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.

13. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა, ქვები, ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება. ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას, ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები, ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება, დიდგაბარიტიანი ნარჩენები (მათ შორის, მუყაოს ყუთები და სხვა მსგავსი შესაფუთი მასალა, რომელიც არ არის დაკეცილ ან დაშლილ მდგომარეობაში), ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის, ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

14. თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახურის ან/და ოპერატორის შესაბამისი წარმომადგენელს უფლება აქვს არ დაცალოს კონტეინერი და აღნიშნულის თაობაზე ვალდებულია აცნობოს შესაბამის სამსახურს.

15. თბილისის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.

16. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.

17. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახურის ან ოპერატორის მიერ.

18. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყროს სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს.

19. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.

20. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს.

21. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ    ნაგვის    კონტეინერებში    ან    ეს    ნარჩენები    ამ    წესებიდან    გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა სამსახურს ან ოპერატორს.

22. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. თბილისის იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსში.

23. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება სამსახურის ან ოპერატორის შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოიყოს სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი და საჭირო ხარჯები დაიფარება მის მიერ, სამსახურთან ან ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

მუხლი 6. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომელიც თავისი შემცველობის გამო  გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს ცალკე შეგროვებას (გარდა იმ სახიფათო ნარჩენებისა, რომელთა გადაზიდვა-განთავსება რეგულირდება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით), სამსახურს ან ოპერატორს უფლება აქვს, ცალკე განსაზღვრულ დროს, გამოყოს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის.

მუხლი 7. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება

1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე, განსაზღვრულ დროს.

2. სამსახურის ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.

3. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია.

მუხლი 8. ნარჩენების საკუთრება

1. ამ წესის პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული და ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული, ასევე ნორიოში არსებულ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე (თბილისის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები თბილისის საკუთრებაა;

ბ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორიოში არსებულ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე (თბილისის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები თბილისის საკუთრებაა;

გ) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული, ასევე, ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული ნარჩენები ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის საკუთრებაა.

2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. სამსახური ან ოპერატორი არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს.

3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას თბილისს უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა პირს.

4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი სამსახური ან ოპერატორი არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებში.

მუხლი 9. მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი

1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.

2. სავალდებულოა მოსაკრებლის გადახდა დადგენილ ვადებში.

3. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად.

4. ამ დადგენილების დანართი 2-ის 30-32-ე გრაფებით, ასევე დანართი 21-ით განსაზღვრული გადამხდელებისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით მოსაკრებლის გადახდა, მათ შორის, წარმოადგენს სამშენებლო/სანებართვო პირობას.

5. ამ დადგენილების დანართი 2-ის 30-ე გრაფით განსაზღვრული (ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებელი) მოსაკრებელი არ ვრცელდება იმ მშენებარე ობიექტზე:

ა) რომელსაც ახორციელებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით გათვალისწინებული პროექტის განმახორციელებელი;

ბ) რომელიც „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 35-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად და რომელზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე;

გ) რომელიც „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 161 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოყენებული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის არსებული პროექტის გაუქმების შემთხვევაში (სამინისტროს წერილობითი დადასტურების საფუძველზე), უქმდება ასევე ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

მუხლი 10. ნარჩენების გაუვნებლება, სეპარაცია და განთავსება

1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხდება მისი სეპარაცია და/ან გაუვნებლება.

2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნარჩენების განთავსება და გაუვნებლება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე.

4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების განთავსებისა და გაუვნებლების ობიექტებზე.

მუხლი 11. ტექნოლოგიები თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში

თბილისში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული. მტვერსასრუტი, მექანიკური დამგველი მანქანები, მუშაობის დროს არ უნდა წარმოქმნიდნენ მტვერს და ა.შ.) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს თბილისის განაშენიანებით მრავალფეროვან და რელიეფით რთული ქუჩებისა და მოედნების მომსახურებას და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად და ესთეტიურად მისაღები ინვენტარითა და სპეცტანსაცმლით.

მუხლი 12. ოპერატორის შერჩევა მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით

1. თბილისის მთავრობამ თბილისის საკრებულოს თანხმობით დაგვა-დასუფთავებისა და/ან ნარჩენების მართვის მომსახურება ოპერატორის შერჩევის წესით შეიძლება განახორციელოს მომსახურების მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით განხორციელების შემთხვევაში.

2. ოპერატორის შერჩევა უნდა მოხდეს შესყიდვების შესახებ საქართველში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 13. ოპერატორის ან/და ოპერატორების შერჩევა კონკურსის წესით

1. თბილისის მთავრობამ თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია დაგვა- დასუფთავებისა და ნაჩენების მართვის მომსახურება განახორციელოს კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით.

2. კონკურსის პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვების შესახებ საქართველში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 14. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით

თბილისის მთავრობამ თბილისის საკრებულოს თანხმობით თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

მუხლი 15. დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება თბილისის მთავრობამ თბილისის საკრებულოს თანხმობით თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

მუხლი 16. მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორის მეშვეობით მომსახურების გაწევა

მომხმარებლების მიერ შერჩეულმა ოპერატორმა მომსახურება უნდა განხორციელოს ამ წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულებით განისაზღვროს დამატებითი წესები, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულებით და კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ ნორმებს.“.

6. მე-42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 უნქტი და თანდართული „დანართი 4“:

„43. ამ დადგენილების მე-4, 41 და 42 პუნქტებით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შეღავათი ვრცელდება აბონენტებზე, რომლებიც მდებარეობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის ლილოს საუბნო საზღვრებში, კერძოდ – დიდი ლილოსა და ნასაგურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. აღნიშნული ტერიტორიული არეალი განისაზღვრება დანართი №4-ის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე