„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58-61
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.017348
58-61
25/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
300330000.35.101.017348
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58-61

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016526) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესის:

1. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მემკვიდრის მიერ სამკვიდრო წესით მიღებული  საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვა უნდა გააქტიურდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გამოცემიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრე კარგავს მემკვიდრეობით მიღებული  საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის  ნებართვის გააქტიურების უფლებას;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) ნებართვის მფლობელს რეგისტრაციის მისამართზე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით) უგზავნის წერილობით შეტყობინებას ამ წესის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით  გათვალისწინებული გარემოებებისას. წერილობითი შეტყობინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-9 ნაწილის  შესაბამისად მის გამოქვეყნებას მომხმარებლის პირად სივრცესა და ელექტრონულ მისამართზე – www.taxi.tbilisi.gov.ge (ელექტრონულ მისამართზე გაცნობის მიზნით ნებართვის მფლობელს შესაბამის ველში შეჰყავს პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი და ნებართვის ნომერი);

თ) ნებართვის მფლობელის მისამართის არარსებობის ან არასრული მისამართის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინფორმაციის გამოქვეყნებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-9 ნაწილის  შესაბამისად მომხმარებლის პირად სივრცესა და ელექტრონულ მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge.“.

2. მე-19 მუხლს:

 ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 პუნქტი:

„31. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის გაუქმებული ნებართვა აღდგენას არ ექვემდებარება.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  61–64 პუნქტები:

„61. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელის/ან უფლებამოსილი პირის მიერ „A“ კატეგორიის ნებართვის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ნებართვის გაცემის ფასის დარიცხვა „A“ კატეგორიის ნებართვის გაუქმების მოთხოვნის შესახებ განცხადების დარეგისტრირების თარიღიდან იმ შემთხვევაში, თუ სრულად არის გადახდილი ნებართვის გაცემის ფასის როგორც წინა თვეების, ისე მიმდინარე დავალიანება, ხოლო თუ განცხადების დარეგისტრირების დროს არ იქნება გადახდილი ნებართვის გაცემის ფასი -– გაგრძელდება მისი დარიცხვა თანხის სრულ დაფარვამდე (დაფარვის დღის ჩათვლით), რომლის შემდეგაც მოხდება ნებართვის გაუქმება და მის გაუქმებამდე ზედმეტად დარიცხული თანხის დაკორექტირება ასეთის არსებობის შემთხვევაში.

62. დარღვეული სანებართვო პირობების გამოუსწორებლობისას, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაუქმების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებამდე, ნებართვის გამცემი ორგანო ნებართვის მფლობელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ნებართვის გაუქმების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და დოკუმენტის/მტკიცებულების წარსადგენად, როგორც დაინტერესებულ მხარეს,  განუსაზღვრავს 10 კალენდარული დღის ვადას.

63.  ამ მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ნებართვის გაუქმების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობითი ინფორმაციის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების/არგაუქმების თაობაზე.

64. „A“ კატეგორიის ნებართვის გაუქმების თაობაზე სააგენტოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან წყდება ნებართვის გაცემის ფასის დარიცხვა, ხოლო ზედმეტად დარიცხული თანხის შემთხვევაში ხდება ნებართვის გამცემის მიერ მისი დაკორექტირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე