„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016179
50
25/07/2025
ვებგვერდი, 28/07/2025
130000000.63.075.016179
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №50

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 08/10/2015წ.; სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016022) დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის ,,ქ1“  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ, შესაბამისი კომპეტენციების განსაზღვრის თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანების ან სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოითხოვოს და მიიღოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისგან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წლიური ანგარიშგებების საფუძველზე ნაერთი ბალანსის მომზადება და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის  1 აგვისტოდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიანრი ოხანაშვილი