„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016175
46
25/07/2025
ვებგვერდი, 28/07/2025
130070000.63.075.016175
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №46

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016052) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას ინფორმაცია:

1.ა) თუ ეჭვი გაუჩნდა იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე;

1.ბ) თუ მოსათავსებელი/მოთავსებული პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის  მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა.”.

2. მე-17 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ვალდებულია წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:

ს.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;

ს.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

ს.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია  იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“.

3. მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე)  ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას და იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის  მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:

.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;

ე​.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია  იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიანრი ოხანაშვილი