დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016726 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018, №190020020.35.123.016427), კერძოდ, დადგენილების №2 დანართი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა), შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(№2 დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის)
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი აგვისტოდან.
|
|
დანართი № 2
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობაა 33 ერთეული. მათ შორის:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული, მათ შორის: ა) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – იურიდიულ განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 2530 ლარი; ბ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 7 ერთეული, მათ შორის: ბ.ა) სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 2060 ლარი; ბ.ბ) დიზაინერი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 2060 ლარი; ბ.გ) ციფრული მედიის სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1875 ლარი; ბ.დ) ფოტოგრაფი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 2060 ლარი; ბ.ე) ოპერატორი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 2060 ლარი; ბ.ვ) „IT“ სპეციალისტი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 247 5ლარი. გ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – სერვისების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 2 ერთეული, მათ შორის: გ.ა) სერვისების დანერგვის სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 2060 ლარი; გ.ბ) საქმისწარმოების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1752 ლარი. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულში – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1900 ლარი. 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 3 ერთეული, მათ შორის: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე, 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1900 ლარი; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე, 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1898 ლარი. 4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სოციალურ საკითხთა სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 6 ერთეული, მათ შორის: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სოციალურ საკითხთა სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1900 ლარი; ბ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 4 ერთეული, მათ შორის: ბ.ა) ბავშვის ფსიქოლოგი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1900 ლარი; ბ.ბ) სხვა პირი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1900 ლარი; ბ.გ) მაძიებელი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 949 ლარი. 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე, 3 ერთეული, მათ შორის: ა) იურისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 2530 ლარი; ბ) არქიტექტორი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 2500 ლარი. 6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები